მარანი სევსამორა მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში. აქ თქვენ აღმოჩნდებით მარანში, სადაც ერთმანეთს ერწყმის ძველი და ახალი ტრადიციები, აქ იწარმოება როგორც ქვევრის ბიო-ორგანული, ასევე კლასიკური ტიპის ღვინოები. მარანში, 300 მ² ტერიტორიაზე განთავსებულია ღვინის მუზეუმი, რომლის შემადგენელი ნაწილია სადეგუსტაციო და საკონფერენციო დარბაზები, ღვინის საცავი, და ღვინის სალონი, სადაც სტუმრებს ჩაუტრდებათ ღვინის მასტერკლასები.
ექიმის ბიო-მარანი კახეთში აწარმოებს ქვევრის ნატურალურ ღვინოს ფაფრის მინდვრების მიკროზონის ყურძნისგან.
კომპანია ,,ლიონიძის ზვარი“ დაარსდა 2006 წელს და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელია. ჩვენს მიერ ღვინისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელების წარმოება, დაფუძნებულია უძველეს ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რაც ჩვენი აზრით საფუძველს გვაძლევს საპატიო ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო ბაზარზე ამ სფეროში. ამ განაცხადს საფუძვლიანად ამყარებს ის ფაქტიც, რომ თანამედროვე მეცნიერება სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით აღიარებს საქართველოს „ღვინის სამშობლოდ“.