GSTC კრიტერიუმები
პრეამბულა
გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს („GSTC“) დარგობრივი კრიტერიუმები შეიქმნა მსოფლიოში „მდგრადი ტურიზმის“ ზოგადი გაგების ჩამოყალიბების მიზნით და წარმოადგენს იმ მინიმუმს, რომლის მიღწევასაც ნებისმიერი ტურისტული ბიზნესი უნდა ესწრაფოდეს. ხსენებული კრიტერიუმები ორგანიზებულია ოთხი ძირითადი თემის გარშემო: ეფექტური მდგრადი დაგეგმვა, ადგილობრივი საზოგადოებისთვის სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მაქსიმალური ზრდა, კულტურული მემკვიდრეობის გამყარება/გაძლიერება და გარემოზე უარყოფითი გავლენების შემცირება. ეს კრიტერიუმები ესადაგება მთელ ტურიზმის ინდუსტრიას.
ეს კრიტერიუმები შემუშავებული და გადახედილია იმ პრინციპით, რომ შეესაბამებოდეს ISEAL Alliance-ის მიერ შემუშავებულ „სტანდარტების დამაწესებელ კოდექსს“. ხსენებული ორგანიზაცია აღიარებულია, როგორც ყველა სექტორში მდგრადობის სტანდარტების შემუშავების შესახებ საერთაშორისო ნორმების თაობაზე მითითებების შემმუშავებელი ორგანო. კრიტერიუმები გადაიხედება ყოველ 3-5 წელიწადში. გეგმები გადახედვის შესახებ და სამომავლო გადახედვებისას გასათვალისწინებელი საჯარო სექტორის მოსაზრებების/რეკომენდაციების მიწოდების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.gstcouncil.org. ვებსაიტზე ასევე მოცემულია ინფორმაცია კრიტერიუმების შემუშავების პროცესისა და ისტორიის შესახებ.