საქართველოს ტურიზმის ასოციაცია გაეროს მსოფილიო ტურიზმის ორგანიზაციის
გლობალური ეთიკის კოდექს შეუერთდა. ეთიკის კოდექის ხელმოწერას გაეროს მსოფლიო ტურიზმის
ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სხვა ოფიციალური პირები
დაესწრნენ. ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კერძო სექტორის წარმომადგენლები
გამოხატავენ მზადყოფნას თავიანთ საქმიანობაში დაიცვან ეკონომიკური,
სოციალური, კულტურული და გარემოს დაცვითი ასპექტები, რაც ხელს შეუწყობს
ტურიზმის სფეროს განვითარებას.