GTA-ს შესახებ
GTA-ს განხორციელებული პროექტები:
  • "პროდუქტისა და სერვისის შეთავაზების განვითარება ცოდნის ინტენსიური სწავლების ფარგლებში", პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, 2022  - მიმდინარე.
  • "ძლიერი ასოციაციები - ძლიერი ადვოკატები" CIPE პროექტი, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ახალი პლატფორმის შექმნისა და რეკომენდაციების გაცემის გზით, 2021.
  • პროექტი "პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები, სიტუაციის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება". მხარდამჭერია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორმულის საქართველოს ეროვნული პლატფორმა - 2020.
  • პროექტი "ტურიზმის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა". მხარდამჭერი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) -  2020-2023, მიმდინარე.
  • კონფერენცია "რეგიონალური კლასტერების როლი ტურიზმის განვითარებაში", გაიმართა 5 მარტს, 2020, სასტუმრო მარკო პოლოში, გუდაური. პროექტი დაფინანსებული იყო ვიშეგრადის ფონდის მიერ.
  • დუალური განათლების განხორციელების ხელშეწყობა სტუმართმასპინძლობაში - პროექტი ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით, 2019-2020.
  • "ძლიერი ასოციაციები - ძლიერი ადვოკატები". CIPE პროექტი, საერთაშორისო კერძო სამეწარმეო ცენტრი, 2019-2020.
  • ვარძიის სათავგადასავლო რბოლა 2018. პროექტი მხარდაჭერილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ (GNTA) სასტუმრო Vardzia Resort-თან თანამშრომლობით. 
  • Eap Plus, ევროკავშირის პროექტი Horizon 2020 კვლევებისა და ინოვაციების პროგრამა, 2018.
  • "ძლიერი ასოციაციები - ძლიერი ადვოკატები". CIPE პროექტი, საერთაშორისო კერძო სამეწარმეო ცენტრი, 2018. 
  • საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო TOUREST 2018-ში, ტალინში, ესტინეთში. პროექტი მხარდაჭერილი იყო  ICC ესტინეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 
  • ვარძიის სათავგადასავლო რბოლა 2017. პროექტი მხარდაჭერილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ (GNTA) სასტუმრო Vardzia Resort-თან თანამშრომლობით. 
  • საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო TOUREST 2017-ში, ტალინში, ესტონეთში. პროექტი მხარდაჭერილი იყო ICC ესტონეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
  • „საქართველოს მხარდაჭერა დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით“. პროექტი განხორციელდა 5 დაცულ ტერიტორიაზე (მტირალას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი) და შეიქმნა 9 ახალი ტურისტული პროდუქტი. პროექტი მხარდაჭერილი იყო UNWTO-ს მიერ. 2013-2014.
  • "ტურიზმის მდგრადი განვითარების გაზრდა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე" - 1 აპრილი 2010 – 30 ოქტომბერი 2010. პროექტი დაფინანსებული იყო BP-ს და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორი ორგანიზაციების და HSBC ბანკის მიერ, რომელსაც ადმინისტრირებას უწევდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF). პროექტი განხორციელდა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან (APA) თანაშრომლობით.
  • "ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი" 2010 - პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სპორტული მაღაზია მაგელანი, ლუდსახარში ნატახტარი, გეოლენდი და ABC ჯგუფი.
  • "გუდაური - თბილისის ველომარათონი"- 2 მაისი 2010 - პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმისეროვნული ადმინისტაცია, სასტუმრო გუდაური და სპორტული მაღაზია მაგელანი.
  • კავკასიის ტურისტული გამოფენა-სიმპოზიუმი (2009). "ქვეყნის და რეგიონის ბრენდინგი ტურიზმის განვითარებისათვის". 2009 წლის 4 აპრილი.
  • "ვარძიის სათავდაგასავლო რბოლა" 2009 - პროექტი განცორციელდა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
  • "ბაზარზე ორიენტირებული ტურიზმის მდგრადი განვითარება საქართვლოს დაცულ ტერიტორიებზე" - 23 მარტი 2009 – 22 ოქტომბერი 2009 - პროექტი დაფინანსებული იყო BP-ს და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, რომელსაც ადმინისტრირებას უწევდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF). პროექტი განხორციელდა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან (APA) თანაშრომლობით.
  • ვიდეო რგოლების გადაღება სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე - 25.12.2008 – 31.07.2009 - პროექტის დამფინანსებელი იყო GIZ.
  • სასტუმროების საერთო დაჯავშნის სისტემა - მარტი - ივლისი 2008. პროექტის მხარდამჭერი იყო USAID’s SME.
  • "კავკასიის ტურისტული გამოფენა" (CTF) - აპრილი 2008. საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ აჭარის და გურიის ტურიზმის ასოციაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო კავკასიის ტურისტულ გამოფენაში (CTF). ღონისძიების მხარდამჭერი იყო GIZ-ის კერძო სექტორის განვითარების პროექტი.
GTA წევრები