კოვიდი

STOP.cov.ge                                      


კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა საჰაერო გზით

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც  საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საჰაერო გზით შემოსვლა.

კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა სახმელეთო და საზღვაო გზით

  • სახმელეთო გზით შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს და ბოლო 72 საათში ჩატარებულ პსრ ტესტს.
  • საქართველოში შემოსვლისთვის 10 წლამდე ბავშვებს არ მოეთხოვებათ პსრ ტესტი.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა სახმელეთო და საჰაერო გზით

  • საზღვრის კვეთა შესაძლებელია მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პსრ ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, ვალდებულნი იქნებიან შემოსვლიდან 72 საათში (მე-3 დღეს) განმეორებით ჩაიტარონ პსრ ტესტი.
  • საქართველოში შემოსვლისთვის და შემოსვლიდან მესამე დღეს 10 წლამდე ბავშვებს არ მოეთხოვებათ პსრ ტესტი.
  • 72 საათიანი პსრ რეჟიმით შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოა ელექტრონული აპლიკაციის შევსება, რომელიც განთავსებულია STOPCOV.GE-ზე.
  • საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაშისაკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
  • საქართვეოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაშიდაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაშისაკარანტინე სივრცეში გადასვლას);
  • საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში  მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ასევე, აუცილებელია სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათსაქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  • ისრაელის სახელმწიფო
  • თურქეთის რესპუბლიკა
  • შვეიცარიის კონფედერაცია
  • ნორვეგიის სამეფო
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  • საუდის არაბეთის სამეფო
  • კატარის სახელმწიფო
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ბაჰრეინის სამეფო
  • სომხეთის რესპუბლიკა
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  • უკრაინა
  • ყაზახეთის რესპუბლიკა
  • რუსეთის ფედერაცია
  • ბელარუსის რესპუბლიკა
  • თურქმნეთი
  • უზბეკეთის რესპუბლიკა
  • ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა
  • იაპონია
  • კანადა
  • ქუვეითი
  • ჩინეთი
  • სამხრეთ კორეა
  • მოლდოვა
  • ომანი
  • სან მარინოს რესპუბლიკა
  • მონაკოს სამთავრობო
  • სერბეთის რესპუბლიკა
  • ისლანდიის რესპუბლიკა
  • ლიხტენშტეინის სამთავრო
  • მონტენეგრო
  • ანდორის სამთავრო
  • ალბანეთის რესპუბლიკა
  • ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
  • ბოსნია და ჰერცოგოვინა

ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმა

►  აღდგენილია სასტუმროების ფუნქციონირება სამთო კურორტებზე არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვითსამთო კურორტებზე ფუნქციონირებს არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

►  აღდგენილია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;

►  საქართველოს მასშტაბით განახლდა რესტორნების შიდა და გარე სივრცეების ფუნქციონირება, ასევე შაბათ-კვირას

►  განახლდა კონფერენციების და ტრენინგების გამართვა შესაბამისი პროტოკოლის დაცვით (70 პირის დაშვების ნებართვით);

► განსაზღვრული რეგულაციების დაცვით გაანახლეს ფუნქციონირება სპორტულ დარბაზებმაგანახლდა მუზეუმების და ბიბლიოთეკების საქმიანობაგანახლდა თეატრალური წარმოდგენები მაყურებლის დასწრებით, სპორტული კლუბების და შეჯიბრებების, პროფესიული ანსამბლების საქიანობა;

► 1 ივლისიდან მოიხსნება 23 საათიდან დილის 4 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

► 1 ივლისიდან, რესტორნების ოპერირება დაშვებული იქნება - 00:00 საათამდე;

ასევე ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს;

გარე სივრცეში მოიხსნა სავალდებულოდ პირბადის ტარების შეზღუდვა.

GTA წევრები