განათლება

საგანმანათლებლო ტურიზმის კომიტეტი

საგანმანათლებლო ტურიზმის კომიტეტი 2017 წელს შეიქმნა.
მთავარი მიზანი ტურიზმის სექტორის პროფესიული სტანდარტების ამაღლება, დარგობრივი და ზოგადი უნარების გაძლიერებაა.

საგანმანათლებლო ტურიზმის კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და პროფესიულ კოლეჯებთან. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასოციაციასთან, სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლების და კარიერული პერსპექტივების გაძლიერების მიზნით.

GIZ–კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში მხარდაჭერით საქართველოს ტურიზმის ასოციაცია ახორციელებს პროექტს „ტურიზმის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა“.

საგანმანათლებლო ტურიზმის კომიტეტის ძირითადი საქმიანობა:
  • ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობით წევრების კვალიფიკაციის ამაღლება;
  • B2B შეხვედრების, ტრენინგების, სემინარების, ვორქშოპების ორგანიზება;
  • დონორებისა და განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროექტებში და რეფორმებში მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტებსა და კოლეჯებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

საგანმანათლებლო ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი - ნინო კეკელიძე (+995 592 128 282)
info@tourism-association.ge 

GTA წევრები