Explore Georgia

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კახეთი
კახეთი, მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს...
კახეთი
სამცხე–ჯავახეთი
მცხეთა–მთიანეთი
გურია
აჭარა
აფხაზეთი
იმერეთი
ქვემო ქართლი
რაჭა–ლეჩხუმი
შიდა ქართლი
სამეგრელო
სვანეთი
ვებ–გვერდი შეიქმნა 2009 წლის ეკო–გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერნიც არიან:
ლაგოდეხი ახმეტა ომალო ჭეშო დოჭუ შენაქო
დედოფლისწყარო გურჯაანი ზემო ომალო დართლო ალისგორი ვერხოვანი
 
ფოტო გალერეა   |   ყველა სასტუმრო  |  ლაგოდეხის დაც. ტერ. |  თუშეთის დაც. ტერ. |  ვაშლოვანის დაც. ტერ.  

კახეთი, მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) დაგაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელითიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელიფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტისგურჯაანისდედოფლისწყაროსთელავისლაგოდეხისსაგარეჯოს,სიღნაღისყვარლის რაიონების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული კუთხე - თუშეთი.