ENG | GEO | RUS
18 Melikishvili Str, Tbilisi 0179, Georgia
E-mail: info@tourism-association.ge
phone: (+995 32)2 22 01 95
Mob: (+995) 577 73 46 86
GTA-ს შესახებ
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) დაარსდა 2006 წელს. იგი წარმოადგენს კერძო ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და ღვინის ქარხნების ორგანიზაციას, რომლის მიზანია განავითაროს ტურიზმის სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა:  
  • საქართველოში ტურისტულ კომპანიებს შორის წარმატებული თანამშრომლობა, 
  • კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, 
  • ხარისხის მართვას ტურიზმის სფეროში, ტურისტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,
  •  ტურიზმის მდგრადი განვითარება საქართველოში, 
  • რეგიონალური ტურიზმის განვითარება.
ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა გასვლითი,შემოყვანითი და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესება.

GTA ხელს უწყობს სასტუმროების საერთაშორისო დაჯავშნის სისტემაში ჩართვას, ტურისტული ინფორმაციის გავრცელებას, ლობირებას, უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას, მარკეტინგულ მხარდაჭერას, საგანმანათლებლო სემინარებსა და ტრენინგებს. ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ტურისტული სერვისის გაუმჯობესება და ხარისხის ეფექტური მართვა. 

GTA აქტიურად მონაწილეობს გარემოს დაცვის და მდგრადი ტურიზმის განვითარების პროექტებში. 

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია ანხორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტურიზმის განვითარებას საქართველოში. ამ პროექტებში GTA მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთნ, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (EPF, USAID, GIZ, SDC და სხვა), ადგილობრივ პარტნიორებთნ (Elkana, Geoland და სხვა) და ასოციაციის წევრ კომპანიებთან. 

საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში წარმოდგენილია შემდეგი კომიტეტები:
  • საგადასახადო და იურიდიული საკითხების კომიტეტი
  • შემომყვანი ტურიზმის განვითარების კომიტეტი
  • სპა, გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის კომიტეტი
  • გამყვანი ტურიზმის კომიტეტი 

GTA არის წევრი: 
• ცოდნის ქსელის (UNWTO)
• გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს (GSTC)  
• საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI)  
• საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC)
• GTA არის ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს წევრი საქართველოში.
• GTA არის ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის (EPAC) ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ 2017 წლის 4 აპრილს ხელი მოაწერა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გლობალური ეთიკის კოდექსს.

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია 2017 წელს დაჯილდოვდა "Cluster Management Label BRONZE - Striving for Cluster Excellence", ჯილდოს გამცემი - The European Secretarian for Cluster Analysis (ESCA).

ლეგალური ბიზნესგამოცდილების მქონე ყველა ტურისტულ ორგანიზაციას შეუძლია შემოურთდეს საქართველოს ტურიზმის ასოციაციას.

რატომ გავხდეთ GTA-ს წევრი?

ასოციაციის წევრობის სარგებელი, ასოციაციის წევრად გახდომის 12 მიზეზი

1. ყოველდღიური კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის სფეროში მომხდარი ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ (კონფერენციები, ტრენინგები, ბრიფინგები, პრეზენტაციები, შეხვედრები, სიახლეები)
2. ახალი ლოკალური და საერთშორისო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობა
3. შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა ასოციაციისა და მისი პარტნიორების ორგანიზებულ სამთავრობო თუ კერძო სექტორთან შეხვედრებში
4. პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით მოგვარების შესაძლებლობა 
5. ასოციაცია შეიძლება იყოს თქვენი ხმა სამთავრობო თუ საკანონმდებლო ტრიბუნებზე
6. დონერების დაფინანსებულ ტურიზმთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა
7. ტურიზმის საინფორმაციო ბაზით სარგებლობის შესაძლებლობა
8. ფასდაკლებით სარგებლობის უფლება ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების მომსახურეობაზე
9. ასოციაციის შიდა სამოტივაციო-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება
10. სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო დონის კონფერენციებში მონაწილეობის მიღება
11. თქვენი კომპანიის და შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა ასოციაციის ვებ გვერდზე და ასოციაციის ელექტრონული ფოსტით ბაზის მეშვეობით
12. პერიოდულად მოწვეული უცხოელი კონსულტანტების უფასო მომსახურებით სარგებლობის საშუალება.

ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ აქტიური, მოტივირებული წევრები, რომელთა მოღვაწეობა უფრო მეტად წარმატებულს გახდის ასოციაციას და წაადგება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

იფიქრე რა შეგიძლია გააკეთო შენი ქვეყნისა და შენი ასოციაციისათვის!

GTA წევრები