ENG | GEO | RUS
18 Melikishvili Str, Tbilisi 0179, Georgia
E-mail: info@tourism-association.ge
phone: (+995 32)2 22 01 95
Mob: (+995) 577 73 46 86
საქართველო
საქართველოს შესახებ ფოტო გალერეა საოჯახო სასტუმროები
საქართველოს სათხილამურო კურორტები
                     საქართველოს სათხილამურო კურორტები

Eap PLUS Cluster Grants - cluster-to-cluster Georgian and EU Countries Collaboration

გუდაური

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი გარშემორტყმულია დიდ კავკასიონის მონუმენტური მთათა სისტემითა და მასივებით.

გუდაური საუკეთესო სათხილამურო კურორტია საქართველოში, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით. კურორტი ალპურ ზონაშია განთავსებული, შესაბამისად თავისუფალია ტყის მასივებისა და სქელკანიანი მცენარეებისაგან, რაც მოთხილამურეების დამატებით უსაფრთხოებას განაპირობებს. სეზონი გუდაურში იწყება დეკემბრის ბოლოს და გრძელდება აპრილის ბოლომდე. თბილისიდან გუდაურამდე მანძილი 2 საათია.

თავისუფალივარდნის მოყვარულებს შეუძლიათ ისრიალონ ორივე ბილიკზე როგორც საბაგიროებთან, ასევე მეზობელი კურორტის ფერდობებზე. ადრენალინის მაძიებლებს აქვთ შანსი დაკავდნენ პარაგლაიდინგით, Speedriding-ითა (სრიალისა და პარაგლაიდინგის ექტრემალური შერწყმა) და Heliski-ით.

სრიალისა და snowboard-ის გარდა შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასვა აქტივობებით: სპა. ორთქლის აბანო, ბილიარდი, ბოულინგი, დააგემოვნოთ ქართული ღვინო. მათთვის ვინც ბავშვებთან ერთად ისვენებს, არსებობს უამრავი ბავშვთა კუთხე, სათამაშო მოედნები, სათხილამურო სკოლები, აგრეთვე ძიძები, ინსტრუქტორები, რომელთა მომსახურებაც ადგილზეა ხელმისაწვდომი.

აღნიშნულ ეტაპზე არსებული 14 საბაგირო, დამსვენებლებს ყოველდღიურად 10:00 საათიდან 16:30 საათამდე ემსახურება და საათში 11000 ვიზიტორი გადაჰყავს. უდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს: ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 20 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride) მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს. კურორტის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობაა Heliski. სამთო-სათხილამურო აქტივობის აღნიშნული სახეობა გუდაურში დაშვებულია, რაც კურორტის მიმართ საერთო ინტერესს საგრძნობლად ზრდის.

კურორტზე 2016 წლიდან მოთხილამურე პატრული უზრუნველყოფს დამსვენებლების უსაფრთხოებას, გამოცდილი მაშველები კი შესაბამისი აღჭურვილობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ოპერატიულად აღმოუჩენენ დაზარალებულს პირველად სამედიცინო დახმარებას.

გუდაურში პარაპლანით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ კარგ ამინდში, წლის ნებისმიერ დროს. მსურველების განკარგულებაშია მთების - კუდებისა და საძელეს ფერდობები. პარაპლანით ფრენა საშუალებას აძლევს დამსვენებელს შეიცნოს საქართველოს ულამაზესი ადგილები და შეიგრძნოს თავისუფლება. 

              

ბაკურიანი

ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანის წყლის ნაპირას. კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, თბილისიდან 205 კმ. - ის დაშორებით მდებარეობს. ბაკურიანის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წიწვოვანი ტყის მასივით, ამიტომ კურორტი ითვლება არამარტო ზამთრის, არამედ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ კურორტადაც. ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ კურორტი ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. კურორტს დამსვენებლები სტუმრობენ წელიწადის ნებისმიერ დროს, რათა ბორჯომის ხეობის ულამაზესი ხედებით დატკბნენ, იხეტიალონ წიწვოვან ტყეებში, თხილამურებით ისრიალონ, იჯირითონ, ლაშქროვებსა და ველოტურებში მიიღონ მონაწილეობა, დაუვიწყარი დრო გაატარონ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ადრე კურორტი წარმოადგენდა ოლიმპიერი სპორტსმენების სასწავლო ბაზას. ასე, რომ არ არის გასაკვირი ინფრასტრუქტურისა და ბილიკების ასეთი მაღალი დონე. იგი გვთავაზობს ყველაზე სანახაობრივ სათხილამურო და სნოუბორდის ტრასებს ევროპაში. იხალისეთ ჩქარი დაშვებით, განიტვირთეთ სარბენ ბილიკებზე, საცხენოსნო ტურებით, ციგით სრიალით ან უბრალოდ დატკბით ულამაზესად დაფარული თოვლიან ტყეებში სეირნობით. ბაკურიანში, დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი – სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს. ტრასის სიგრძე 960 მეტრია.

ბაკურიანის ძირითადი ბილიკები: კოხტა 2 (2.255მ სიმაღლის) ცნობილი როგორც თათრა, კოხტა დამსვენებელს სთავაზობს შემდეგი ტიპის სასრიალო გზებს: საშუალო და გამოცდილი. სასრიალო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 3.1 კილომეტრს; ოცდახუთი - იოლი ბილიკი, 25 მეტრიანი ტრამპლინის მახლობლად. ეს დამწყებთათვის და ბავშვებისათვის იდეალური ადგილია, უაფრთხო და სასიამოვნო გარემოს ფონზე ისწალვონ სრიალი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისრიალოთ ციგით ან დატკბეთ საცხენოსნო ტურით.

დიდველის ტრასა გადის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთის ფერდობზე ევროპაში. ფერდობზე მოხვედრა შეგიძლიათ გონდოლას მეშვეობით, დაშვებას კი ლურჯი ან წითელი მარშრუტით შეძლებთ. დიდველზე სულ ოთხი საბაგიროა: ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე ფუნქციონირებს 16 კმ. სიგრძის 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურისთვის. დიდველზე შესაძლებელია ღამით სრიალი. ყველაზე გრძელი სათხილამურო ზოლი გადის დაახლოებით 4 კილომეტრში. გამოცდილ მოთხილამურეებს კი შეუძალით გაცილებით შორს ასვლა. იქიდან დაშვება კი შეგიძალით ციცაბო და რთული - შავი ან წითელი მარშრუტებით.

მიტარბი დამსვენებელს სთავაზობს შემდეგი ტიპის სასრიალო გზებს: საშუალო, გამოცდილი და პროფესიონალი. სასრიალო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 10 კილომეტრს. სხვა აქტივობები: ბაკურიანის ჯვარედინი ბილიკები იზიდავს, როგორც ექპერტებს ასევე დამწყებ მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებს. ორი ყველაზე რთული დაშვება შეგიძლიათ განახორციელოთ კოხტისა და დიდველის მთიდან. ხოლო თუ სრიალი და სნოუბორდი თქვენთვის ხელსაყრელი საქმიანობა არ არის, ბაკურიანი გთავაზობთ დაუვიწყარი დრო გაატაროთ ზამთრის არდადეგებზე, ისეირნოთ ბაკურიანის პარკში და იჯირითოდ ცხენებზე. მთები და ხეობები ბაკურიანის გარშემო იდეალურია იმისათვის, რომ გადაადგილდეთ თოვლმავლით. ასევე შეგიძლიათ რომანტიულად გაისეირნოთ ეტლით და დატკბეთ თვალწარმტაცი სოფლის ხედებით. 

              

სვანეთი

გარშემოტყმული ძლევამოსილი 5000 მ მწვერვალებით, სვანეთი საქართველოს ისტორიულად უნიკალურ კუთხეს და სრიალის მოყვარულთათვის ნამდვილად საოცნებო ადგილს წარმოადგენს. სვანეთში არსებობს ორი თანამედროვე ზამთრის კურორტი: ჰაწვალი და თეთნულდი. 

თეთნულის სათხილამურო გზა არის ყველაზე გრძელი და ციცაბო ამიერკავკასიაში, რომელიც ყველა დონის მოთხილამურისთვის არის გათვლილი. სათხილამურო გზების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია. კურორტზე დამონტაჟებულია 5 საბაგირო. ზამთრის ხელმისაწვდომი აქტივობებია თხილამურებით სრიალი, თავისუფალი სრიალი, ჰელისკი, სნოუბორდი, სკიტური, პარაპლანით ფრენა, საცხენოსნო ტურები და სხვა.

ჰაწვალმა ფუნქციონირება სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. ის განლაგებულია სვანეთის ცენტრისგან - მესტიისგან 8 კმ-ის დაშორებით. კურორტი დამსვენებელს სთავაზობს 5 სათხილამურო გზას, რომელთა საერთო სიგრძე 7 კილომეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კურორტზე მოქმედებს ლეიტნერის (Leithner) და დოპელმაიერის (Doppelmayr) მიერ დამონტაჟებული საბაგიროები. ჰაწვალზე სათხილამურო გზები იდეალურია არა მხოლოდ მოყვარული მოსრიალეებისათვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისათვისაც. ხანგრძლივი თოვლის საფარი ზამთრის სპორტის სახეობების მაქსიმალური განვითარებისათვის იდეალურ პირობებს ქმნის.

ზედა საბაგიროს სადგურის გზა, მდებარეობს ზურულდის მთაზე (2347მ.) არის სამი ბილიკი: წითელი (1900 მ.), ლურჯი (2600 მ.) და მესამე ბილიკი დამწყებთათვის (300 მ.) ასე, რომ ყველა დონის მოთხილამურეს შეუძლია დატკბეს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტით. კურორტი ძალიან ახალგაზრდაა, ასე, რომ განთავსებისა და სრიალის შემდოგმი სხვადასხვა აქტივობების განხორციელება ჯერ კიდევ განივთარების პროცესშია. 

თავისუფალ დროს თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ მესტიას, მის ულამაზეს ბუნებას, საზმარეულს, უმშვენეიერს მუზეომს, რომელიც სვანეთის საგანძურის მფლობელია. 

              

გოდერძი

2015 წლის დეკემბერში მაღალმთიან აჭარაში გაიხსნა სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი. კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, თბილისიდან 252 კილომეტრის, ხოლო ბათუმიდან 109 კილომეტრის დაშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო გზებით არის გამორჩეული. უპირველეს ყოვლისა კურორტი მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს ზამთრის შვებულების გატარება ერთდროულად ზღვაზეც და მთაშიც. 4-5 თვის განმავლობაში თოვლით დაფარული კურორტი გამუდმებით იზიდავს მოთხილამურეებს. სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი სნოუბორდისტებისა და თავისუფალი სტილით მოსრიალეებისათვის საუკეთესო ასპარეზია შესაძლებლობის გამოსავლენად. დეკემბრის დასაწყისიდან მოსრიალეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოსცადონ კურორტის შემდეგი უპირატესობები: კაშკაშა მზე, მაღალი მთების კლიმატი და რაც მთავარია - სეზონის ადრეული დასაწყისი. კურორტი მცირე ზომისაა და მას 2 გონდოლა ემსახურება. კურორტის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2390მ-ზე მდებარეობს. ზამთარი მაღალმთიან აჭარაში ძალიან თოვლიანია, ამიტომ ფერდობებზე ახლადდადებულ თოვლსაც უხვად ნახავთ.

              
GTA წევრები