ENG | GEO | RUS
18 Melikishvili Str, Tbilisi 0179, Georgia
E-mail: info@tourism-association.ge
phone: (+995 32)2 22 01 95
Mob: (+995) 577 73 46 86
საქართველო
საქართველოს შესახებ
ფოტო გალერეა
საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია. დედაქალაქი თბილისია. საქართველოს ტერიტორია ფარავს 69 700 კვადრატულ კილომეტრს და 2016 წლის მონაცემების მიხედვით მისი მოსახლეობა 3.72 მილიონია. ქვეყანაში არის 26 060 მდინარე და 40 დაცული ტერიტორია. ამიტომ. ქვეყნის დიდი ნაწილი ხელშეუხებელი ბუნებითაა დაფარული. საქართველო ძალიან მთიანი ქვეყანაა. ლიხის ხედი ქვეყანას ყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. კავკასიონის ქედი კი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის. საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და ჰყავს დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობა.

კლიმატი
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყელის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით. ზაფხული მზიანია, ტემპერატურა საშუალოდ 29 ° C -დან 33 ° C-მდეა, ხოლო ზამთარში -2 ° C-დან 4° C-მდე. გამომდინარე აქედან, რა ტიპის შვებულების მოწყობა გინდათ, ეს ქვეყანა დააკმაყოფილებს თქვენს ყველა სურვილს.

ეკონომიკა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული აბრეშუმის გზა. ქვეყანას გააჩნია ჰიდროენერგეტიკური რესურსები. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში სოფლის მეურნეობა და ტურიზმი ძირითადი ეკონომიკური სექტორებია.

ტურიზმი საქართველოში
თანდათანობით ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში არის 103 კურორტი სხვადასხვა კლიმატურ ზონაში განთავსებული. ქვყანაში არის 2 000 მინერალური წყალი, 12 000-ზე მეტი ისტორიული და კულტურული ძეგლი, რომელთაგან რამდენიმე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია (გელათის მონასტერი, მცხეთის ისტორიული ძეგლები და ზემო სვანეთი).

რელიგია
საქართველოს მოსახლების 83.4 პროცენტი დღეის მონაცემებით მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიოს ქრისტიანულ ეკლესიებს შორის უძველესია. ქვეყანაში გავრცელებული რელიგიური უმცირესობებია: მუსლიმანები, სომეხი ქრისტიანები და კათოლიკეები. მიუხედავად ქვეყანაში მართლმადიდებლური რელიგიის უმრავლესობისა, აქ სხვა რელიგიების მიმართ დამოკიდებულება ტოლერანტულია. მაგალითად, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობს ეკლესია, მეჩეთსა და სინაგოგასთან ერთად. 

არქიტექტურა
საქართველოს არქიტექტურაზე გავლენას მრავალი ცივილიზაცია ახდენდა. ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ციხეები, კოშკები, ციხესიმაგრეები და ეკლესიები. შუა საუკუნეების ქართული ციხის საუკეთესო მაგალითები შემონახულია ზემო სვანეთში, შატილსა და ხევსურეთში.

კულტურა
საქართველო არის უძველესი ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობს. აქ ერთიანდება ევროპული და აზიური ცხოვრების წესი და ტრადიციები. საქართველოს აქვს უძველესი მუსიკალური ტრადიცია, რომელიც ცნობილია მრავალხმიანობის ადრეული განვითარებით. ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ ერთ-ერთია იმ კომპოზიციებს შორის, რომელიც 1977 წლის 20 აგვისტოს კოსმოსში გაიგზავნა. ქართული ცეკვა საქართველოს ისტორიას მოიცავს - ბრძოლა, განვითარება, სიყვარული და დღესასწაულის საოცარი სინთეზი. ქართულ ფოლკლორულ ცეკვებს მსოფლიოს მასშტაბით დიდი დაფასება აქვს, სწორედ ამიტომ, ქართული ანსამბლები მათი შოუ-პროგრამითა და კონცერტებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას სტუმრობენ.

ღვინო და სამზარეულო
ქართული სამზარეულო და ღვინო მრავალი საუკუნის წინ წარმოიშვა და თითოეულ ეპოქაში ტრადიციების შესაბამისად ადაპტირდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ტრადიცია რაც სამზარეულოსთანაა დაკავშირებული არის სუფრა (ქართული მაგიდა), რომელიც მეგობრებთან და ოჯახთან სოციალიზაციის ერთ-ერთი გზაა. სუფრის მეთაური ცნობილია თამადის სახელით, რომელსაც მაღალი ფილოსოფიური დატვირთვა აქვს. საქართველოს სხვადასხვა ისტორიული რეგიონები ცნობილია მათთვის დამახასიათებელი კერძებით: მაგალითად, ხინკალი - საქართველოს მთიანი აღმოსავლეთიდან და ხაჭაპური, ძირითადად იმერეთიდან, ასევე სამეგრელოდან და აჭარიდან. ჰექტრობით ვენახი, რთველი (ქართული მოსავალი), რომელსაც აკომპანიმენტს უწევს ქართული მრავალხმიანი სიმღერა და თიხის ჭურჭელი (ქვევრი) - ეს არის საქართველო. ღვინო უყვარს ყველას. ყველა ოჯახი დიდი სიამოვნებითა და პატივისცემით გაგიმასპინძლდებათ საკუთარი ღვინით. ვენახი ქართველებისათვის წმინდა ადგილია, ხოლო მეღვინეობა - საყვარელი ტრადიცია. ქვეყანა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 3.5 მილიონია, ყოველწლიურად 150 ლიტრამდე ღვინოს აწარმოებს.
GTA წევრები