eng | geo | rus
18 Melikishvili Str, Tbilisi 0179, Georgia
E-mail: info@tourism-association.ge
phone: (+995 32)2 22 01 95
Mob: (+995) 577 73 46 86
წევრები
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) არის კერძო ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროებისა და ღვინის კომპანიების გაერთიანება. აღნიშნული კომპანიების ჩამონათვალი წარმოადგენს ამჟამინდელ GTA-ს წევრებს. თუ გსურთ შემოუერთდეთ საქართველოს ტურიზმის ასოციაციას, ეწვიეთ გაწევრიანების ფორმა გვერდს.


Chateau Mukhrani
„შატო მუხრანი“ პირველი ქართული შატოა, რომლის საქმიანობაც ეფუძნება მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც შექმნა ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა - ივანე მუხრანბატონმა . „შატო მუხრანი“ ეფუძნება 4 ძირითად ფასეულობას: ვენახები, მარანი, სასახლე და ისტორია. ამჟამად კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და შეესაბამება ISO 9001:2005 სურსათის უვნებლობასა და ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სტანდარტებს.
Corporation Kindzmarauli
Twins old Cellar
KTW - Kakhetian Traditional Winemaking
ძირძველ საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით 2001 წელს დაარსდა კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა", რომელიც 8000 წლოვანი ტრადიციების გამგრძელებელია. მისი ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის ღვინის, ბრენდისა და ტრადიციული ჭაჭის წარმოება.
GWS
კომპანია “GWS”-ის მფლობელობაში დღესდღეისობით 400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია. სულ მალე კომპანია “GWS” მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს. 
Georgian Wine Holding
,,ქართული ღვინის ჰოლდინგი“ 3 ღვინის კომპანიას აერთიანებს: „როიალ ხვანჭკარა“, „ვაზისუბნის მამული“ და „ვარძიის ტერასები“.
Javakhishvilis Wine Cellar
ჯავახიშვილების მარანი მდებარეობს ყვარლის რაიონში, კერძოდ ახალსოფელში. მისი უძველესი არქიტექტურული სტილი დაგაბრუნებთ XVII საუკუნის საქართველოში. კომპლექსის შემადგენლობაში შედის დიდი მარანი, ღვინის საძველო, სადეგუსტაციო დარბაზი, არყის სახდელი, ღვინის თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის და ჩამოსხმისთვის ძველებური სტილით ნაშენი დარბაზები, 2 ფანჩატური, სადაც განთავსებულია თონე და ბუხრები, ფანჩატურში შესაძლებელია 150 ადამიანის განთავსება, ხოლო თავად მარანში 120 კაცის. მარნის გარშემო გაშენებულია რქაწითელის და საფერავის ჯიშის ვაზი. ჯავახიშვილების მარანი აგრძელებს საქართველოში ღვინის წარმოების 8000 წლოვან ტრადიციას, უცვლელი მეთოდებით.
Friends' Cellar NELKARISI
სs "მეგობრების მარანი" არის 11 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების
წამოწყება, რომლებიც საქართველოში მეგობრობამ და ღვინის სიყვარულმა
გააერთიანა. კომპანია დაარსდა 2009 წელს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქართული მეღვინეობის უნიკალურობის შენარჩუნება და ამასთან მუდმივად განვითარებადი დარგისთვის ფეხის აწყობა. ჩვენი ბრენდებიც ამის მაგალითია: იკანო - როგორც ქართული და საერთაშორისო ტრადიციებისა და ყურძნის ჯიშების ნაზავი და მეგობრების მარანი - კლასიკური ქართული ღვინო, ჩვენს ტრადიციებთან სრულ შესაბამისობაში.
GTA წევრები