ENG | GEO | RUS
18 Melikishvili Str, Tbilisi 0179, Georgia
E-mail: info@tourism-association.ge
phone: (+995 32)2 22 01 95
Mob: (+995) 577 73 46 86
წევრები
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) არის კერძო ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროებისა და ღვინის კომპანიების გაერთიანება. აღნიშნული კომპანიების ჩამონათვალი წარმოადგენს ამჟამინდელ GTA-ს წევრებს. თუ გსურთ შემოუერთდეთ საქართველოს ტურიზმის ასოციაციას, ეწვიეთ გაწევრიანების ფორმა გვერდს.


VIP Complex Bagrati 1003
Citadines Apart Hotel
Betsy's Hotel
“ბეტსის” დახვეწილი, ფეშენებელურად გაწყობილი სასტუმროა, საიდანაც იშლება თბილსის ცენტრალური უბნის ხედები. ჩვენი სასტუმროს ელეგანტურ და შთამაგონებელ სტილს განსაზღვრავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრების მიღების თექვსმეტწლიანი გამოცდილება. ჩვენი თანამშრომლები სტუმრებისთვის ქმნიან განსაკუთრებულ და საქართველოსთვის დამახასიათებელ თბილ გარემოს მყუდრო და კომფორტულ სასტუმროში.
Hotel Sharden Villa
თანამედროვე ბუტიკის ტიპის სასტუმრო „შარდენ ვილა“, მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში კერძოდ „მეიდანზე“. იგი გარშემორტყმულია ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობებით სწორედ ისეთით როგორებიცაა: ნარიყალას ნანგრევები, მეტეხი და სიონის ტაძრები, აბანოთუბანი, მეჩეთი, სინაგოგა, ფუნიკულიორი და სხვა მრავალი. სასტუმროდან ფეხით სავალ ნაწილზეა უამრავი: კაფე, ბარი, რესტორანი თუ სხვა გასართობი და მოსასვენებელი ადგილები.
Best Western Kutaisi
სასტუმრო Best Western Kutaisi არის ქუთაისის თანამდეროვე ღიმილი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მომსახურების საერთაშორისო დონეს, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ცნობილ ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას. თანამედროვე ინტერიერისა და პრემიუმ კომფორტის მქონე ჩვენი 45 მყუდრო ოთახი არის სასიამოვნო გამოცდილება, როგორც დასვენებისთვის ასევე ბიზნეს ვიზიტებისთვის.
Hotel Natali
ჩვენი სასტუმრო დაარსდა 2014 წლის მაისში. უახლესი დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ულამაზესი სასტუმრო "ნატალი" გამოირჩევა თავისი ამერიკული სტილით. მდებარეობს ლიკანში. სასტუმროში არის 19 ნომერი, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ახალგაზრდების, ასევე ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანების მოთხოვნებს, თავისი ადგილმდებარეობით, ულამაზესი ხედებით. მაღალი ხარისხის მომსახურეობით, მყუდრო გარემოთი.
Hotel River Side
სასტუმრო რივერსაიდი თბილისის ისტორიულ და კომერციულ და ბიზნეს ცენტრში მდებარეობს. ფეხით, სულ რამდენიმე წუთში, თქვენ უკვე მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და ულამაზეს პარკებს აღმოაჩენთ, ეს კი სასტუმროს მდებარეობის მთავარი ღირსებაა. სერვისისა და მომსახურების იდეალური შერწყმა, დახვეწილი სტილის ნომრები და თბილი გარემო თქვენს დასვენებას შეუდარებელს გახდის. ვიზიტი ტიფანი ბარში სასიამოვნო და დაუვიწყარი იქნება: ექსკლუზიური გარემო, უგემრიელესი კერძები ჩვენი კულინარებისგან, სასმელი და ცოცხალი მუსიკა ამის გარანტიაა. 
Kvareli Eden - Wine & Spa Hotel
სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ედემი" ყვარელში, მდინარე ბურსას მარჯვენა სანაპიროზე, თბილისიდან 153 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმრო ქალაქის ცენტრიდან, სადაც მუზეუმები, ეკლესია და ქალაქის სხვა ღირშესანიშნაობებია, რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. სასტუმროს აქვს მაღალი კლასის ოთახები, რესტორნები, ბარები, საკონფერენციო დარბაზი, ბოულინგი, ბილიარდი, ტენისის კორტი, ღვინოთერაპიის სპა. აქ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად ევროპული კერძებითაც ისიამოვნებთ.
Alphabet Hotel
სასტუმროს ბიზნესი არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს ცხოვრების წესია, რადგან თუ შენ გინდა შექმნა ძლიერი და თანამედროვე სასტუმრო კომპანია, შენ უნდა ცხოვრობდე ამ სამყაროში. ეს არის სრულყოფილი რეპუტაცია, შესანიშნავი პერსონალი, უნიკალური მომსახურეობა და, რა თქმა უნდა, სურვილი იყო პირველი და საუკეთესო მეტოქეებს შორის. ჩვენი სერვისებია: 24 საათიანი სალარო, უფასო Wi-Fi ყველა ოთახში, სასტუმროში აკრძალულია მოწევა, გვაქვს სატელიტური ტელევიზია, 24 საათიანი ვიდეო კონტროლი, არ დაიშვებიან შინაური ცხოველები.
Vardzia Resort
ვარძიაში ჩამოსვლისთანავე, თქვენ, პრაქტიკულად მოგზაურობთ XII საუკუნის საქართველოში, უდაბნოსა და სხვადასხვა სტილის ლანდშაფტებთან ერთად. Vardzia Resort-ში ორიგინალურობა და უნიკალურო დაკავშირებულია მესხეთის უძველეს ისტორიასა და თანამადროვე ინფრასტრუქტურის კომბინაციასთან. 
Hotel Park Green
Hotel Park Green ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა ფოთში. სასტუმროს თანამშორომლები არიან ძალიან მეგობულები და სტუმრების მიმართ კეთილგანწყობილები. ჩვენ ასევე გვაქვს ბარ-რესტორანი და ბილიარდის მაგიდა.
Hotel Gallery Inn
ბუტიკის ტიპის სასტუმრო „გალერი ინნი“ მდებარეობს ძველი თბილისის ისტორიულ ცენტრში-ავლაბარში. ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურეობას, თანამედროვე დიზაინის, ყველა საჭირო პირობით აღჭურვილ, კომფორტულ ოთახებს, საკონფერეციო სივრცეს, რუფტოპ ბარსა და ტერასას ულამაზესი პანორამული ხედებით. 
GTA წევრები