ENG | GEO | RUS
18 Melikishvili Str, Tbilisi 0179, Georgia
E-mail: info@tourism-association.ge
phone: (+995 32)2 22 01 95
Mob: (+995) 577 73 46 86
წევრები
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) არის კერძო ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროებისა და ღვინის კომპანიების გაერთიანება. აღნიშნული კომპანიების ჩამონათვალი წარმოადგენს ამჟამინდელ GTA-ს წევრებს. თუ გსურთ შემოუერთდეთ საქართველოს ტურიზმის ასოციაციას, ეწვიეთ გაწევრიანების ფორმა გვერდს.


ITA Georgia
დაზოგეთ თქვენი დრო და ბიუჯეტი - მარტივად მოძებნეთ, დაჯავშნეთ და შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. ჩვენ გთავაზობთ სრულ სამოგზაურო სერვისს, რომელშიც შედის:  სასტუმროები, ტრანსპორტი, სამოგზაურო დაზღვევა, სავიზო მხარდაჭერა, ექსკურსიები, ტურები, დასვენება და სხვა...
Company Harmony
შპს კომპანია ჰარმონია დაარსდა 2005 წელს. მისი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ტურისტული მომსახურება საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იგი სთავაზობს თავის სერვისს როგორც ცალკეულ პირებს, ასევე ტურისტულ ჯგუფებს. კომპანია ჰარმონიის მთავარი მახასიათებლებია პროფესიონალიზმი, კლიენტებზე ზრუნვა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.
Travelland
Travelland-ი გთავაზობთ მოგზაურობას და დაუვიწყარ დასვენებას საზღვარგარეთ. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად ევროპის ქვეყნებში და მოიწყვეთ ნებისმიერი სახის ტური და დასვენება თქვენი არჩევანის მიხედვით. Travelland-ი ზრუნავს თქვენს კომფორტულ ფრენასა და დასვენებაზე.
Georgian Holidays
ტურისტული კომპანია "Georgian Holidays" დაარსდა 2006 წელს. ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ შემომავალ ტურებს საქართველოში, საქართველო-სომხეთში და საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანში. ჩვენი სერვისი მოიცვს გიდებისა და თარჯიმნის მომსახურეობას, ფოლკლორული შოუებისა და სადღესასწაულო ვახშმების ორგანიზებას, ტრანსფერსა და სასტუმროს დაჯავშნას. 
Jomardi Club
სათავგადასავლო კლუბი "ჯომარდი" არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს ჯომარდულ ტურებს. კლუბი ჯომარდი წარმატებულად თანამშრომლობს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კლიენტებთან. დღესდღეობით ჩვენ გთავაზობთ აქტივობების მთელ რიგს, რომელიც მოიცავს, როგორც ექსტრემის მოყვარულ დამსვენებლებისთვის ტურებს, ასევე არდადეგებს დასვენების მოყვარულთათვის. ჩვენი კომპანია იცავს ჩვენი კლიენტების უსაფრთხოებას და მინიმუმამდე ამცირებს რისკებს. 
Via Travel
ტურისტული კომპანია ვია თრეველი დაარსდა 2006 წელს და  ქართულ ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც კორპორატიული, საშუალო და პრემიუმ კლასის სამომხმარებლო სეგმენტზე ორიენტირებული ერთერთი ლიდერი კომპანია. ჩვენი მომსახურებაა: ავიაბილეთების დაჯავშნა, სასტუმროების დაჯავშნა, ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები, მატარებლის ბილეთების, რესტორნების, კონცერტების ბილეთების დაჯავშნა, გიდის მომსახურება, სამოგზაურო დაზღვევა.
Promethea
PROMETHEA Voyage-ს (შტაბი მდებარეობს თბილისში და არის აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლობა) აქვს 12 წლიანი გამოცდილება უცხოელ კლინტებთან ურთიერთობაში, რომელიც გთვაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას კავკასიის რეგიონში.
Kaukasus Reisen
ჩვენ შეთავაზებაში შედის 1-2 კვირიანი სრული სამოგზაურო მომსახურეობა , როგორიცაა "მოგზაურობა კავკასიაში". ჩვენ გაგაცნობთ საქართველოს განსხვავებული კუთხით, რაც მოიცავს ლაშქრობას, ცხენებით გასეირნებას, კულინარიის გაცნობას, ღვინის დაგემოვნებას.
TTC - Tbilisi Tourist Center
ჩვენ, TTC- თბილისის ტურისტული ცენტრი, ვართ ახალგაზრდული ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევს სპეციალიზირებულ სალაშქრო და კულტურულ ტურებს. ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებთ ჯგუფურ ტურებს და ასევე გვყავს ინდივიდუალური სტუმრებიც. ჩვენი მომსახურეობა კლიენტზე ორიენტირებული და მოქნილია და სურვილისამებრ, თქვენ შეგიძლიათ მისი შეცვლა.
Megzuri
ტურისტული სააგენტო "მეგზური" გთავაზობთ დაუვიწყარ და მრავალფეროვან ტურებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. "მეგზურის" საშუალებით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ სტუმართმოყვარე ქართველ ერს, უძველე ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას და რაც მთავარია, მრავალფეროვან ბუნებას. კომპანია ფლობს სასტუმროს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სერვისებით.
Georgian Travel
Georgian Tour
გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ კომპანია “Georgian Tour”, რომელიც უკევ 10 წელია ოპერირებს ტურიზმის მიმართულებით. ამ დროის განვალობაში ჩვენ განვახორციელეთ ბევრი პროექტი, მოვიძიეთ პარტნიორები და შევქმენით დიდი ოჯახი ტურისტულ სფეროში.
Discovery Group
შპს „დისქავერი“ საქართველოს ავიაციის სექტორისა და ტურისტული ინდუსტრიისათვის ლიდერი სახმელეთო მომსახურების მიმწოდებელია. სახმელეთო მომსახურებისა და ჩარტერული რეისების მომსახურების კუთხით ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ სხვადასხვა სახის მომსახურება, ისეთი როგორიცაა: სრული ზედამხედველობა, ა/ბილეთების რეალიზაცია, განსხვავებული ტიპის თვითმფრინავების საწვავით უზრუნველყოფა, ეკიპაჟისა და მგზავრების ყველა სახის მომსახურება/მხარდაჭერა.
Next Travel
Next Travel გთავაზობთ თქვენ თვითმფრინავის ბილეთებს, სხვადასხვა სახის ტურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენი თანამშრომლები გთავაზობენ ხარისხიან და საიმედო მომსახურეობას. დამატებით, ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი კადრები არიან მუდამ თქვენსამსახურში, რათა პასუხი გასცენ თქვენ შეკითხვებს ჩვენ კომპანიასა და მომსახურეობასთან დაკავშირებით.
Horizon Air
აღმოაჩინე საქართველო ჩვენს ტურისტულ სააგენტოსთან ერთად. "Horizon Air" საქართველოს ბაზარზე მუშაობს დაახლოებით 20 წელია და ვართ ერთ-ერთი წამყვანი ტურუისტული სააგენტო ქვეყანაში. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი ქვეყანაში დარჩენა იქნება შთამბეჭდავი და რაც მთავარია, ჩვენ დაგეხმარებით ბიზნესს სასიამოვნოდ შეუთავსოთ დასვენება.
Kera Travel
„კერაში“ გთავაზობთ იმ მომსახურებას, რომელიც თქვენთვის ყველაზე მომგებიანია: იაფი, სწრაფი და მომხმარებელზე მორგებული. მსხვილ საერთაშორისო ტუროპერატორებთან თანამშრომლობით ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტურები უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველა მომხმარებლისათვის.
Exotour
საქართველოში სჯერათ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია. ტუროპერატორი ეგზოტური სწორედ ამ პრინციპით იღებს და ემსახურება კლიენტებს. ჩვენ ვიღებთ მათ, როგორც ძვირფას სტუმრებს, და ვაცილებთ როგორც მეგობრებს. კომპანიას 1995 წლიდან დაგროვილი გამოცდილება ეხმარება იმაში, რომ შეუქმნას სტუმარს სასიამოვნო დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობა.
Vanilla Sky
Vanilla Sky არის უნიკალური, მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანია, რომელიც გთავაზობთ მომსახურეობის ფართო სპექტრს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უპირატოსობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვფლობთ საკუთარ აეროდრომსა და საჰაერო საშუალებეს. აეროდრომი მდებარეობს ნატახტარში, თბილისიდან 25კმ მოშორებით.
Green Voyage
BTL - Business Travel Leisure
ბი თი ელ საქართველო არის წამყვანი კომპანია MICE ინდუსტრიაში (შეხვედრები, ინსესტივ ტურები, კონფერენციები და ღონისძიებები). ბი თი ელის მთავარი მისია ინდივიდუალური და კრეატიული მიდგომაა. კლიენტებისა და პარტნიორების შთაგონება ახალი პროექტების შექმნაში და ბიზნესის განვითარებაში.
Georgian Wonders
დაარსების დღიდან, ტურ ოპერატორმა "Georgian Wonders"-მა გადაწყვიტა მაქსიმალური კომფორტი და საუკეთესო შთაბეჭდიებები შეეთავაზებინა ტურისტებისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ ტურისტის ქვეყანაში ვიზიტი უნდა შეიცავდეს ახალი კულტურის, უნიკალური გამოცდილების გაცნობას, ბევრ თავადასავალს, რასაც მათ ჩვენი ქვეყანა სთავაზობს. ბუნებრივი სილამაზით, ქვეყნის ისტორიით, ჩვენ ხელს არსებული კულტურული მრავალფერივნებებით შეგვიძლია შემოგთავაზოთ საუკეთესო დასვენების დღეების დაგეგმვა. 
M_Travel
ტურისტული სააგენტო M_TRAVEL–ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სერვისებია: ავიაბილეთების დაჯავშნა მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, მატარებლის და ავტობუსის ბილეთების, სასტუმროების დაჯავშნა, სამოგზაურო დაზღვევა, აეროპორტის ტრანსფერი, ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები, ექსკურსიების ორგანიზება გიდის თანხლებით, კონფერენციების და სემინარების ორგანიზება, ბიზნეს ტურები, საოჯახო დასვენება, კრუიზები, ჩარტერული სერვისები.
Inex Travel
Inex Travel (იურიდიული დასახელება: შ.პ.ს „ლაქი გრუპი“) საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2010 წელს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ ტურებს. ტურისტული პაკეტი მოიცავს საქმიან, დასვენების და MICE ტურიზმის მომსახურებას. კომპანიის სტრატეგია ორიენტირებულია მომხმარებლებზე, სრულიად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, შენიშვნებს და მთლიანად ამართლებს მათ მოლიდინს. 
Profkurort
პროფკურორტი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე გამოცდილ ტურისტულ კომპანიას რომელიც აქტიურად ემსახურება როგორც ადგილობრივ მომხმარებელს, ასევე უცხოელ ტურისტებს. გვაქვს მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტები როგორც ერთდღიანი ასევე მრავალდღიანი: კულტურულ-ისტორიული, სათავგადასავლო, ღვინის, ეკო და ზამთრის ტურები.
IRC Tour
IRC Tour არის თქვენი ერთგული და სანდო მეგობარი საქართველოში მოგზაურობისას. ჩვენ ვმუშაობთ 24/7, იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ საუკეთესო მომსახურეობა. თქვენ ნამდვილად სანდო ხელში ხართ. საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ყველა ტურისტი ჩვენ ქვეყანაში არის პირადი სტუმარი. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს მათი კომფორტული მოგზაურობისა და დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის.
Travel in Georgia
ჩვენი მუშაობა ემსახურება საქართველოს ტურიზმის განვითარებას, ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ის, რაც ჩვენ ქვეყანას წარმოაჩენს მსოფლიო მოსახლეობის წინაშე, გავიტანოთ და ვაჩვენოთ მათ, შევთავაზოთ საინტერესო სიახლეები, ტურისტული პროდუქტები და კომპანიების სერვისები, რომლებიც საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, მარკეტინგულ პროცესებში არიან ჩართულნი.
Georgia Insight
Georgian Insight არის გერმანულენოვანი ტურ ოპერატორი საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია კულტურ და სალაშქრო ტურებზე, როგორც ჯგუფებისათვის, ასევე ინდივიდუალური კლიენტებისათვის. გერმანულენოვან მოგზაურებთან მრავალწლიანი გამოცდილებით, ახლო თანამშრობლობით ტურისტულ სააგენტოებთან გერმანიაში, ავსრიასა და შვეიცაიაში ჩვენ გაძლევთ საიმედოობისა და მაღალი ხარისხის გარანტიას. 
Discover Georgia
აღმოაჩინე საქართველოს მისიაა ტურისტების უზრუნველყოფა საუკეთესო და დაუვიწყარი მოგზაურობით. ჩვენ ვეხმარებით მათ რომ აღმოაჩინონ საქართველო ისევე როგორც შეიგრძნონ მსოფლიოს ქვეყნების მრავალფეროვნება. ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე და ვცდილობთ გადავაჭარბოთ მათ მოლოდინს.
Argo Voyage Georgia
Argo Voyage Georgia არის შემოყვანითი და გამყვანი ტურისტული კომპანია, ის სპეციალიზირებულია კულტურულ და სათავგადასავლო ტურებზე ჯგუფებსა და ინდივიდუალურ კლინეტებთან. 
Next-i
Schuchmann Travel
ჩვენ, Schuchmann Travel, ვცდილობთ საქართველოში თქვენი ყოფნა ვაქციოთ მაქსიმალურად სასიამოვნო. საქართველო ცნობილია თავისი სამკურნალო წყაროებით, ზომიერი კლიმატით, მაღალი კლასის კლნიკებით, ეკოლოგიურად სუფთა და ლამაზი ბუნებით და, რა თქმა უნდა, თავისი სტუმართმოყვარეობით. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეუთავსოთ ულამაზესი ქართული ბუნება და შუხმანის გამაჯანსაღებელი ტურები.
Tbilitour
Tbilitour - შემომყავნი ტურ ოპერატორი საქარველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ გთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურეობას და MICE-ს. Tbilitour ეს არის გუნდი დაკომპლექტებული პროფესიონალებით და მრავალწლიანი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში. 
Free travel
Free Travel გახლავთ ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი ტურისტული სააგენტო. მრავალფეროვანი, საზოგადოების ყველა სეგმენტზე ორიენტირებული, ტურიზმისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა სერვისით. მსუველებს ვუზრუნველყოფთ: ავიაბილეთებით; რკინიგზისა და სხვა საზღვაო თუ სახმელეთო ტრანსპორტის ბილეთებით; ტურები საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში; სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნა საქართველოსა და მთელს მსოფლოში; სამოგზაურო დაზღვევა; სავიზო მხარდაჭერა;
Avia Tour
ჩვენ გეპატიჟებით ქვეყანაში, რომელსაც აქვს უძველესი ისტორია და ტრადიციები, ცნობილია სტუმართმოყვარებით, აქვს საოცარი ბუნება, გემრიელი სამზარეულო და შესანიშნავი ღვინო. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სტუმრებს და ყოველთვის მოხარულები ვართ მათი საქართველში სტუმრობით. ჩვენი გამოცდილება გვეხმარება შემოგთავაზოთ ისეთი ტურები, რომელიც იქნება საინტერესო და შთაბეჭდიებებით სავსე. 
Iber - Tour
„იბერ-ტური“ ორიენტირებულია, როგორც შემომყვან, ისე გასვლით ტურიზმზე. კომპანია აერთიანებს სხვადასხვა ტურისტული მომსახურეობის ცალკეულ სერვისებს: ტურები საქართველოში, ტურები საზღვარგარეთ, ავიაბილეთები, დაზღვევა, სასტუმროების დაჯავშნა, სატრანსპორტო მომსახურეობა, გიდის მომსახურეობა, თარგმნა.
Tiangbei - Travel Services
კომპანია „თიანგბეი ტრაველ“ არის ახალი ქართული ტურისტული სააგენტო, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ჩინეთის ბაზარზე მუშაობა და შესაბამისად ჩინელი ტურისტების ნაკადის გაზრდა საქართველოში.
Travel N Service
ტურისტული კომპანია TNS PLUS გთავაზობთ იაფიან ავიაბილეთებს, დაზღვევას და სასტუმროს ჯავშანს, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენი დამოკიდებულება პარტნიორებთან, უდავოდ შეგიქმნით, პროფესიონალებთან თანამსშრომლობის გარანტიას. კოპანიის მიზანია მომხმარებელზე ზრუნვა და კომფორტის შექმნა.
Inter MICE
კომპანია უზრუნველყოფს სამოგზაურო მომსახურების ფართო არჩევანს კერძო პირებისა და ორგანიზაციებისათვის და სპეციალიზირებულია,როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: საერთაშორისო და ადგილობრივი ავიაგადაფრენები, სასტუმროების დაჯავშნა საქართველოში და საზღვარგარეთ, ტურების ორგანიზება, მოგზაურობის დაზღვევა, კორპორატიული მომსახურება
TV Travel
შპს ”ტვ თრეველი“ გთავაზობთ მომსახურების შედეგ მიმართულებებს: ავიაბილეთების ოპტიმალური მარშუტების შერჩევა კლასისა და ფასის მიხედვით, დაჯავშნა, შეძენა და მიწოდება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ქვეყნის შიგნით და გარეთ სასტუმროების დაჯავშნა. ვიზებითა და სამგზავრო დაზღვევით უზრუნველყოფა.
Iverco
"მცხეთა კრუიზი" გთავაზობთ 30 წუთიან ტურს წმინდა ქალაქ მცხეთაში თანამედროვე დიზაინის შემინული კატარღით.ჩვენი კრუიზის მეშვეობით შეძლებთ განტვირთვას ყოველდღიურობისგან და მცხეთის თვალწარმტაცი ხედებით ტკბობას.
Sakura
ჩვენი ტურისტული სააგენტო შეიქმნა საქათველო კულტურისა და ტრადიციების მიმართ ტურისტების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ტურები მოქნილია და მთლიანად ეფუძნება თქვენს ინტერესებსა და განრიგს. ჩვენ მზად ვართ საქართველოში თქვენი ყოფნა ვაქციოთ დაუვიწყარ მოგზაურობას. 
LocalHost
LocalHost არის ქართული შემომყვანი ტურისტული ოპერატორი, რომელიც მდებარეობს თბილისში. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც გამარჯვებულები არიან სხვადასხვა ნომინაციაში. კომპანიის გუნდი ორიენტირებულია პარტნიორებთან გრძელვადიან ურთიერთობებზე, სტუმრებისათვის კომფორტული გარემოს შექმნასა და მათთვის ისეთი ადგილების ჩვენებაზე, რომლებიც ჩვეულებრივზე ბევრად მეტია. 
Vector Travel Georgia
Beautiful Georgia Tours
Beautiful Georgia Tours - არის შემომყვანი ტურ ოპერატორი, რომელიც მდებარეობს თბილისში. ჩვენი მიზანია უცხოელი ტურისტების მოზიდვა საქართველოში. ჩვენ პირადად ვზრუნავთ, ვგეგმავთ და ვატარებთ სხვადასხვა ტურს საქართველოს გარეშემო.
Tegeta Travel
“TEGETA TRAVEL”-ის ამოცანაა საქართველოს პოპულარიზაცია და ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობის მსურველთათვის სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება. როგორიცაა: MICE / საქმიანი შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, წვეულებები და გამოფენები; Team Buildings / გუნდის შეკვრისთვის გასამართი ღონისძიებები; კერძო და საქმიანი ვიზიტები, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური; თემატური ტურები: კულტურული, საგანმანათლებლო, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, სპორტული და ა.შ.
Iaila Travel
"Iaila Travel" არის მრავალპროფილური ტურისტული კომპანია, რომელიც გთავაზობთ დაუვიწყარ ტურებს მთელი საქართველოს მაშტაბით. ჩვენ ვქმნით ტურისტულ ბაზარზე ახალ და ინოვაციურ, როგორც გასართობ ასევე შემეცნებით ტურებს.
Birding Caucasus
Birding Caucasus operates the diverse professionally organized bird watching and other wildlife holidays in the Caucasus Region, including Georgia, Armenia and Azerbaijan. Having years of successful experience and excellent knowledge of the region the company guarantees a most exciting, qualified and reasonably priced wildlife holidays with proud intention to support key nature protection activities around the region. Through booking with Birding Caucasus, you directly contribute to the conservation!
GTA წევრები