ENG | GEO | RUS
18 Melikishvili Str, Tbilisi 0179, Georgia
E-mail: info@tourism-association.ge
phone: (+995 32)2 22 01 95
Mob: (+995) 577 73 46 86
GTA-ს შესახებ
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) CSR აქტივობები

კორპორატიული სოციალიური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:

  • საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და მთაწმინდის პარკის ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება წავკისის ობოლთა თავშესაფარში მცხოვრები ბავშვებისათვის.
  • სადილი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, კერძოდ მოხუცებისათვის, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ქსელ „კათარზისში“.
  • ბორჯომის, დედოფლისწყაროს, ალგეთისა და ლაგოდეხის რეგიონებში მოსწავლეებისათვის სასკოლო ბანაკების მოწყობა.
  • ახალგაზრდა რეინჯერთა ბანაკი ალგეთსა და ბორჯომში. ცოდნის ამაღლება და ახალგაზრდა თაობის ჩართვა ბუნების შენარჩუნების პროცესებში, მოსაზღვრე ტერიტორიებისა და მდინარის კალაპოტის დასუფთავება, რესურსების მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიების ნარჩენებისგან გათავისუფლება, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთანამშრომლობა.
  • რეგიონებში სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროებისათვის უფასო საგანმანათლებლო მხარდაჯერა (ტრენინგები), რათა განვითარდეს ბიზნესი, გაიზარდოს კომუნიკაცია ორგანიზაციების ჩართულობის კუთხით ტურიზმის განვითარებისათვის, მოხდეს გამოცდილებისა და ინფორმაციების გაცვლა ადგილობრივ დონეზე, ასევე გაუმჯობესდეს სერვისის ხარისხი და შეიქმნას ბიზნესის განვითარების პერსპექტივები საოჯახო სასტუმროების მფლობელთათვის, რაც არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ადგილობრივი მოსახლებისთვის ეკონომიკური კეთლდღეობის მისაღწევად.
  • უფასო ტრენინგები იმ მოსახლეობისათვის, რომლებიც იმყოფებიან დაცულ ტერიტორიებთან ახლოს (აჭარა, კახეთი) ინფორმირებულობის დონის ამალებისა და შემოსავლების გაზრდის მიზნით.
  • თუშეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის, მზის სისტემების დამონტაჟება. ეს სისტემები უზრუნველყოფს მუდმივ, ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიას და ცხელ წყალს, რაც სოფელს მეტად მიმზიდველს ხდის ტურისტებისათვის და ზრდის მოსახლეობის შემოსავლს, ასევე ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას საქართველოში.
  • მოხალისე სტუდენტების მოწვევა საინფორმაციო დაფების, მანიშნებლების და ტურისტული ბილიკების მარკირებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
  • უფასო საინფორმაციო ბიზნეს ტურები GTA-ს წევრებისათვის საქართველოსა რეგიონებში და საზღვარგარეთ.
  • GTA-ს წევრებისათვის უფასო მონაწილეობა ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებზე.
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მდგრადი ტურიზმის განვითარება. უფასო სასწავლო პროგრამები წევრებისათვის CSR აქტივობებს ფარგლებში, ტურიზმის მარკეტინგი, გაყიდვები, სერვისის ხარისხის გაუმჯობესება, ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით წევრების დახმარება და მხარდაჭერა.
GTA წევრები