ENG | GEO | RUS
18 Melikishvili Str, Tbilisi 0179, Georgia
E-mail: info@tourism-association.ge
phone: (+995 32)2 22 01 95
Mob: (+995) 577 73 46 86
About GTA
ეთიკის კოდექსი საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებისათვის

აერთო დებულებები

ჩვენ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრები ვადასტურებთ ჩვენ გადაწყვეტილებას ქართული თუ უცხოური პარტნიორობის და ჩვენი მომხმარებლების მიმართ, ვიმოქმედოთ და წარვმართოთ ჩვენი სამეწარმეო საქმიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ეთიკის ნორმების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ საქართველოში ისეთი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას, რომელშიც ეთიკური ბიზნეს ქმედება იქნება დაფასებული და ბიზნეს გადაწყვეტილებათა მიღების ძირითადი საფუძველი გახდება.

კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა, ახალი ფასეულობების დამკვიდრება და წევრებს შორის შიდა ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესება დადებით გავლენას მოახდენს ასოციაციის საქმიანობაზე, ბიზნეს გარემოზე და გააუმჯობესებს ქართული კომპანიების იმიჯს პარტნიორებს შორის, ასევე ეთიკის კოდექსი ხელს უწყობს საქმიან წრეებში ბიზნესის წარმოების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

ეთიკის კოდქსი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს ასოციაციის ყველა იმ წევრისათვის, რომელსაც სურს პასუხისმგებლური კორპორატიული ქცევის მქონე პირის რეპუტაციით წარსდგეს ქართული საზოგადოების წინაშე.

ძირითადი ფასეულობები
ეთიკის კოდექსი ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს:

ანგარიშვალდებულება - საკუთარ ქმედებებზე პასუხისმებლობის უნარი
კეთილსინდისიერება - დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა
სამართლიანობა - ყველა ურთიერთობაში
პატიოსნება და ერთიანობა - პატიონება, გუნდის ერთიანობა, აღებული ვალდებულებების შესრულება
გამჭირვალობა - ღიად მოქმედება და ინფორმაციის გაზიარება
სანდოობა - საკუთარი ქმედებებით ნდობის და საიმედობის რეპუტაციის ჩამოყალიბება.

აღნიშნული ფასეულობები ეხება ბიზნეს ურთიერთობებს და წარმოადგენს ყველა ბიზნეს ურთიერთობის საფუძველს.

1. ბიზნესი და მომხმარებელი
ეთიკის კოდექსის ფასეულობებს წევრები იყენებს იმ ქმედებებში, რომლებიც გავლენას ახდენენ ასოციაციის საქმიანობაზე და ზოგადად, საზოგადოებაზე, ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებებს, სთავაზობს უსაფრთხო სერვისს და მოქმედებს კანონის ფარგლებში.

2. ბიზნესი ბიზნესთან
წევრი კომპანიები ერთმანეთთან ურთიერთობებში ეყრდნობიან ეთიკის კოდექსის ფასეულობებს, იცავს სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ზრუნავს ინფორმაციის კონფიდენციალობაზე და პატივს სცემს ბიზნეს ურთიერთობების უზენაესობას. 
GTA Members